📣 27-28 სექტემბერს მოლაშქრეთა კლუბი რონინი გთავაზობთ ორ დღიან სალაშქრო ტურს კახისის ტბაზე
🚩➡ შეკრების ადგილი და დრო:
Ⓜ დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარედ, ლუკოილსა და გალფს შორის)
⏰ შეკრების დრო: 06:50 სთ.
🚥 გასვლა: 07:00 სთ.
🕒 ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 10 წუთი
📷 მოსანახულებელი ადგილები:
🔰 დაბაძველი
🔰 ჩიტოს ტბა
🔰 კახისის ტბა
🔰 წეროს ტბა
🔰 მანდიაშვილის ტბა
✅ ლაშქრობის დეტალური აღწერა:
ჩვენი ტრანსპორტით მივალთ სოფელ ჭობისხევამდე საიდანაც იწყება ჩვენი ფეხტური. ავალთ დაბაძველში, კახისის ტბაზე და დავბანაკდებით ტბის პირას, ულამაზეს გარემოში <3 იმავე დღეს ავისეირნებთ წეროს ტბაზე, საღამოს კი დავანთებთ კოცონს და მოვყვებით ბევრ საშიშ ამბავს 🧟♀️
მეორე დღეს ავშლით კარვებს და გავემართებით მანდიაშვილის ტბის მოსანახულებლად, გადავიღებთ ფოტოებს და დავბრუნდებით სოფ. ჭობისხევში, სადაც დაგვხვდება ჩვენი ტრანსპორტი.
🔴 ფეხით გასავლელი მანძილი:
ჯამში 20 კმ.
🟡 მარშრუტის სირთულე:
საშუალო
☝ ტური შედგება ნებისმიერ ამინდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშრებით შეიქმნება რაიმე პრობლემა...
💰 ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება: 80 ლარი
💳 თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
⚠ თანხა არ ბრუნდება:
ტურზე გასვლამდე 168 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
✔ ფასში შედის:
🚌 ტრანსპორტირება მიკროავტობუსით
👤 გამყოლი
🏕 (თუ კარავი არ გაქვთ ჩვენ უზრუნველვყობთ)
🚫 ფასში არ შედის:
🍔 საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად, ვიკვებებით ერთად)
❌ საძილე
⛔️ საგებელი
(თუ არ გაქვთ დაგეხმარებით დაქირავებაში)
⚠️ საჭირო აღჭურვილობა:
სალაშქრო ფეხსაცმელი, კარავი, საძილე ტომარა, საგებელი, სალაშქრო ჯოხები, სათვალე, კეპი, მწერების საწინააღმდეგო სპრეი, ფანარი,საწვიმარი.
და ბოლოს - არავითარ შემთხვევაში არ დაგრჩეთ კარგი განწყობა 😉
🔵 ლაშქრობა რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.
☝ ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
🤕 ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
♻ ნუ დააბინძურებთ გარემოს;
🚫 დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
🚫 ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი
🟢 ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის 💻 მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
📞 599 15 76 76 გიორგი
You may also like the following events from მოლაშქრეთა კლუბი - რონინი / Hiking Club - Ronin:
- This Saturday, 20th September, 07:00 am, მოირონინე რაჭა - ლეჩხუმი | 20-21 სექტემბერი in Nal'chik
- Next month, 5th October, 06:30 am, მოირონინე ალტიჰატი, საბერწე, გერგეტი | 05/10/2025 in Vladikavkaz
- Next month, 12th October, 09:00 am, მოირონინე შემოდგომისფერი გუდამაყარი | 12/10/2025 in Tbilisi